საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა:
„მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.