LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს? – ნანკა კალატოზიშვილი

143
ნანკა

მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს? – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა.

კალატოზიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული პირების პროცესს ესწრებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „დააკვირდით ბიჭები როგორ იღიმიან, გუშინაც და დღესაც, მერე შეხედეთ მოსამართლეებს, თქვენი აზრით, ვინ უფრო თავისუფალია ამ დარბაზში?!“

„რა ხდება? მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს ყოველ წელს და ყოველი მთავრობის დროს. ეს არის ადამიანი, რომელიც ამწარებდა დედებს…სტუდენტები ხალხო, როგორი ოქროს ფონდი არის დღეს დაჭერილი და ორ კურსს ნასწავლი მოსამართლეები ასამართლებენ. ეს არის წარმოუდგენელი, შარიკოების ქვეყანაში ვართ. როგორ შეიძლება, გაჩერდე ან რაღაცა დათმო, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g