LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა კახიანი იუბილარია: „შენი ლამაზი სიმღერით გილოცავთ“ – რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა

279
ეკა კახიანი

დღეს მომღერალ ეკა კახიანის დაბადების დღეა – მუსიკოსი 61 წლის გახდა.

მომღერალი სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და კოლეგებისგან უამრავ მილოცვას იღებს.

ეკა კახიანს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოთი ულოცავს დაბადების დღეს კახა მამულაშვილი [მამულიჩა] მასთან ერთად კი ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილიც.

მუსიკოსები, რომლებიც ამავდროულად მეგობრებიც არიან, რატი დურგლიშვილის სახლში არიან შეკრებილები. კადრებში ასევე ჩანს ლელა წურწუმია ქალიშვილთან – მარიკოსთან ერთად, ისინი სწორედ იმ სიმღერის ფონზე ცეკვავენ, რომლის ავტორიც სწორედ ეკა კახიანია.

„გილოცავთ დაბადების დღეს, შენი ლამაზი სიმღერით“ – წერს კახა მამულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g