LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pininfarina-მ წყალბადის სუპერქარის სერიული წარმოება დაიწყო

69

Pininfarina-მ წყალბადის სუპერქარის სერიული წარმოება დაიწყო. იტალიურმა ატელიემ გადაწყვიტა, რომ  H2 Speed-ის გამოშვებაზე სერიოზულად იფიქროს. მოდელის პროტოტიპის პრეზენტაცია 2 წლის წინ ჟენევის მოტოშოუზე შედგა, თუმცა მისი წარმოება მხოლოდ ახლა გადაწყდა.

 

სუპერქარი კონცეპტთან შედარებით უფრო დიდია. მისი გაბარიტული სიგრძე 4730 მმ, სიგანე 1956 მმ, სიმაღლე კი 1113 მილიმეტრია. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, კუპეს ზომების შეცვლა მგზავრებისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გახდა საჭირო. რაც შეეხება აგრეგატის ტექნიკურ მახასიათებლებს, მხოლოდ ისაა ცნობილი რომ 100 კმ-ს განვითარება მას სულ რაღაც 3,4 წამში შეუძლია. 200 კმ-ისთვის კი მოდელს მხოლოდ 11 წამი სჭირდება. H2 Speed-ის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ-საათია.

საინტერესოა, რომ ატელიე Pininfarina სუპერქარის 12 ეგზემპლარს ააწყობს და თითოეულის ღირებულება დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები