LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

127
Capture

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.

„პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.

მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g