LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტს არ გაიხსნება

73

მეტროსადგური „გურამიშვილის“ გახსნა 15 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურის გახსნა გადაიდო.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური და როდიდან მოემსახურება ის მგზავრებს.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა. ჯერჯერობით  ექპსერტიზა არ დასრულებულა. ველოდებით, რა გამოიკვეთება და რისი გაკეთება დაგვევალება. ადვილი შესაძლებელია, რომ გადაიდოს გახსნის თარიღი, თუმცა, როდემდე, ჯერჯერობით არ ვიცით,“  –  აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

სარემონტო სამუშაოების გამო მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან ვერ ემსახურება.

მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია  2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.  20 იანვრიდან კი დაიწყო ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა,  სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები