LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, თავისუფალი ვარ!“ – ლაშა გაბიტაშვილი მიმართვას ავრცელებს

177
2025-01-17_00-31-13_609317

მეგობრებო, თავისუფალი ვარ!, – აღნიშნულის შესახებ მიმართვას აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილე, ლაშა გაბიტაშვილი თავისი მეუღლის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი.

„მეგობრებო, თავისუფალი ვარ!
დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში.

მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!
მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 13 იანვარს გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

თინა ხიდაშელი: „აბუ-დაბიში მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივ პროვოკატორად ჩამოყალიბდა, რომელიც ძალადობას ახალისებს“

„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g