„სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე – ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს“, – ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და მტკიცებულებების გარეშე ყველას პატიმრობა მიუსაჯა.
ლაშა ტყეშელაძის თქმით, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის.
„ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები.
ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე.
„აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ დანიშნულია ექსპერტიზა, გამოკითხულია 343 პირი, დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა 52 პირს“ – სპეციალური საგამოძიებო სამსახური
„მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა“.
სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.
ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია.
მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.