LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” დრიფტის სეზონის სპონსორი გახდა

59

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” დრიფტის სეზონის სპონსორი გახდა. დღეს ამ თემაზე ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” დირექტორმა ლევან გიორგაძემ, მრბოლელ მევლუდ მელაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

გიორგაძის ინფორმაციით, ”სოკარ ჯორჯია” ხდება ოფიციალური სპონსორი 2018 წლის სარბოლო სეზონზე დაგეგმილი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი ღონისძიებების, რომელიც ხელს შეუწყობს ავტოსპორტის განვითარებას საქართველოში.

2018 წელს დაგეგმილია დრიფტისა და დრაგის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორია BMW კლუბი საქართველო და მევლუდ მელაძე. ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება  22 აპრილს, ხოლო სეზონი ნოემბერში დასრულდება.

გარდა საქართველოს ჩემპიონატისა, სეზონის მთავარი მოვლენა იქნება დრიფტ ოლ სთარის (დრიფტში ევროპის პირველობა) ფინალი, რომელიც 2 სექტემბერს, თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო დრიფტერები, დღესდღეობით ყველაზე მძლავრი, 1200 ცხენისძალიანი სარბოლო ბოლიდებით. თბილისს ეწვევიან სპორტსმენები, რომლებიც ასრულებენ საავტომობილო ტრუკებს ისეთ ცნობილი ფილმებისა და თამაშებისთვის, როგორიცაა “ფორსაჟი”, “need for speed”  და სხვა. ეს იქნება სეზონის ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი სანახაობა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამას მილიონზე მეტი ადამიანი ნახავს. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მრბოლელები, მათ შორის, დრიფტ ოლ სთარის თბილისის შეჯიბრის ორგანიზატორი მევლუდ მელაძე.

სარბოლო სერიებთან ერთად, ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”  ასევე გახდა მევლუდ მელაძის ეკიპაჟის ოფიციალური სპონსორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები