ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი – 4 425 376 937 დოლარი დაფიქსირდა.
აღნიშნულმა მაჩვენებელმა 7.3%-ით გადააჭარბა 2023 წლის, ხოლო 35.4%-ით 2019 წლის მონაცემებს.
მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ისრაელი, აზერბაიჯანი, ირანი, საუდის არაბეთი, ხოლო გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.
კონკრეტულად 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 963 684 183 აშშ დოლარი შეადგინა.