საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ცენტრის თანამშრომლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომლებმაც „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არის საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების რეპრესიის მცდელობა და განსხვავებული მოსაზრების დევნის ღია გამოვლინება“.
ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი და კოლეგების უფლებების დასაცავად.
„ჩვენ ვრჩებით ერთგული საქართველოს კონსტიტუციის, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანასა და ხალხს,“ – ნათქვამია მათ განცხადებაში.