ტაილანდში მამაკაცი საშოვრიდან სახლში დაბრუნდა და საკუთარ გასვენებაში მოხვდა. გამოცემა The Thaiger-ის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი პოლიციელების შეცდომა იყო.
ინციდენტი 18 იანვარს მოხდა. პოლიცია იძიებდა უცნობი ადამიანის სიკვდილს, რომელიც ქუჩაში გაყინული იპოვეს. რატომღაც, სამართალდამცავები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მამაკაცი საკონაკჰონის პროვინციაში მცხოვრები მოქალაქე, სახელად პხეტი იყო.
ექსპერტიზა ჩატარდა, პხეტის ოჯახის წევრებს კი მომხდარის შესახებ შეატყობინეს და გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის სამზადისიც დაიწყეს. 20 იანვარს მამაკაცის ახლობლები შესაბამისი რიტუალების ჩასატარებლად მოემზადნენ, მისი უმცროსი ძმა კი ექსპერტიზის შედეგების გასაგებად გაემგზავრა.
თუმცა, მანამ სანამ ძმამ ქალაქში ჩააღწია, პხეტი სახლში საღ-სალამათი დაბრუნდა.
ოჯახის წევრები და ახლობლები სიტყვებს ვერ პოულობდნენ, პანაშვიდები ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა.