კომპანია Land Rover-მა 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2 700 მეტრის სიმაღლეზე Defender-ის სილუეტი გამოსახა. ნახატი ფრანგული ალპების მთის ფერდობზეა გამოსახული, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ ლა პლანთან ახლოს მდებარეობს.
უნიკალური არტ-ობიექტის სიგრძე, რომელიც ბრიტანელმა სნოუ-არტის ოსტატმა საიმონ ბეკმა შექმნა, 250 მეტრია. იმისათვის, რომ Defender დაეხატა, ბეკმა 16,5 კილომეტრი გაიარა და მთლიანობაში 20 894 ნაბიჯი გადადგა.
„ჩემს საქმეს გამძლეობა, სიზუსტე და ძალა სჭირდება, ის ყველაფერი, რაც Land Rover Defender-ს აქვს“ – ამბობს თოვლის ოსტატი.
Land Rover-მა Defender-ის წარმოება 2016 წელს შეწყვიტა, თუმცა, ორი წლის შემდეგ ყველგანმავალის ლიმიტირებული სერია გამოუშვა. ავტომობილის ღირებულება 150 000 ფუნტი სტერლინგია.
შემდეგი თაობის მოდელი 2019 წელს უნდა გამოჩნდეს.