LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: რენე ზელვეგერისა და ჰიუ გრანტის ემოციური შეხვედრა და „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების“ ახალი ნაწილის პრემიერა

170
page

პარიზში, „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები 4“-ის პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტის ერთად გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება მოჰყვა.

55 წლის რენე შავ მაქმანებიან კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა. 64 წლის ჰიუს კი შავი კოსტიუმი ეცვა. მსახიობები, რომლებსაც მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, ფოტოობიექტივის წინაშე ერთობლივად პოზირებდნენ და შესანიშნავ ხასიათზეც იყვნენ.

ცნობისთვის, ფილმის სახელწოდებაა „ბიჭზე გადარეული“, მასში მთავარ როლებს კვლავ რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

რაც შეეხება სიუჟეტს, ბრიჯიტ ჯონსი საყვარელი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ორ შვილს ზრდის და ახალ სიყვარულს ეძებს. ის გაცნობის აპლიკაციით, ახალგაზრდა ბიჭს გაიცნობს და მასთან რომანს იწყებს, ფილმში ასევე ჩნდება ჰიუ გრანტი, რომელიც წინა ფილმებში მის შეყვარებულს განასახიერებდა, ასევე კოლინ ფერტი, რომელიც ფლეშბექებში ანუ წარსულის მოგონებებშია წარმოდგენილი.

ფილმი გადაღებულია ჰელენ ფილდინგის რომანის მიხედვით. პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კინოსურათით ზელვეგერი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.

„ბრიჯიტ ჯონსი 4”-ის პირველი პოსტერი გავრცელდა – პრემიერა ვალენტინობის დღეს დაინიშნა

რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის თრეილერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები