LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ეს კადრები მარტის აქციებიდანაა, ცისფერი პერანგით ბიჭი, რომელსაც აქტივისტები გამოჰყავს რობოკოპების სიახლოვისგან, ანდროა, დღეს ამ ბიჭს რობოკოპებსა და სამართალდამცავებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“

223
ანდრო ჭიჭინაძე

დილიდან, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც, ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, 2024 წლის 30 აპრილს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის მიმდებარედ არის გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ მიდიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართულებით სპეცრაზმის წარმომადგენლები.

კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი და წერს, რომ ვიდეოში ჩანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც მოქალაქეებს უკან დახევისკენ მოუწოდებს და საპოლიციო ძალების წინ მდგომი აქტივისტები აღნიშნული ტერიტორიიდან გაჰყავს.

„ეს კადრები მარტის აქციებიდან არის.

ცისფერი პერანგით ბიჭი, რომელსაც აქტივისტები გამოჰყავს რობოკოპების სიახლოვისგან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეა.

მიზანს, სურვილს და მოქმედებას ყველანი ვხვდებით, ხომ?

დღეს ამ ბიჭს რობოკოპებსა და სამართალდამცავებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ეს კადრები მარტის აქციებიდან არის. ცისფერი პერანგით ბიჭი, რომელსაც აქტივისტები გამოყავს რობოკოპების სიახლოვისგან…

Posted by Tornike Migineishvili on სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g