LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც უკრაინას, არც ევროპაში რომელიმე სხვა ქვეყანას, არ სურს საქართველოს ომში ყოფნა – ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია – აღსდექ, საქართველო, იბრძოლე!“ – ოლექსი გონჩარენკო

299
ოლექსი გონჩარენკო

ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ „არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა“. მისივე განცხადებით „ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია“.

„რა ხდება ახლა? დემოკრატიაა თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრო-რუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა.

ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების” რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ ისინი…

მინდა ქართველ ხალხს მივმართო – ქართველებო, ივანიშვილის რეჟიმი, მისი დაჯგუფება და თავად ის გატყუებენ! ისინი გეუბნებიან, რომ ევროპაში მიჰყავხართ, ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ ნახეთ, ევროპა აქ არის, ყველამ თქვა, რომ საქართველოში რაც ხდება მიუღებელია. ეს ევროპა არ არის, ეს დემოკრატი არ არის, ეს კანონის უზენაესობა არ არის. ისინი გეუბნებიან, თითქოს საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს ტყუილია! არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს. გვინდა მშვიდობიანი, კეთილდღიანი და ლამაზი საქართველოს დანახვა, როგორებიც უნდა იყოთ. ეს [ივანიშვილის] მორიგი ტყუილია.

თუმცა, თუ რუსები მოვლენ? რატომ არ არის რუსეთის ტანკები დღეს თბილისში? ვინაიდან ისინი უკრაინაში არიან და წასვლა არ შეუძლიათ, საკმარისი ძალები არ აქვთ, რომ საქართველოს თავს დაესხან დღეს, თუმცა თუ ჰიბრიდული ოკუპაციით ისინი საქართველოს დაიპყრობენ, მაშინ ისინი შვილებს წაგართმევენ, როგორც ეს უქნეს ავღანეთს, და თავს დაესხმებიან ბალტიის ქვეყნებს, სხვა ქვეყნებს, და ეს იცით. არ მისცეთ საშუალება, რომ ეს მოხდეს!

ეს კრიტიკული მომენტია, დემოკრატია და თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა საქართველოში და მსურს ქართველ ხალხს მივმართო: ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ, საქართველო, იბრძოლე, საქართველო! ახლა არის მომენტი, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა გონჩარენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g