საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, – „ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
„უსამართლობაზე უფრო მეტად იყო აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი რამ გააკეთეს: დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც არჩევნების შედეგები აღიარეს და იქვე განაცხადეს, რომ თუ აპრილამდე არ ჩატარდება არჩევნები, გააუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება.
რატომ? – იმიტომ, რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე ვითარებაა.
თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ „იმედი ლაივში”.