გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კევინ კოსტნერი და კრისტინა ბაუმგარტნერი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. განცხადება სასამართლოში, 50 წლის კრისტინამ შეიტანა და 70 წლის კოსტნერი გულგატეხილი დატოვა.
ყოველივე ამის შემდეგ, გავრცელდა კრისტინასა და ფინანსისტის, ჯოშ კონორის ერთობლივი ფოტოები. აღნიშნულმა ამბავმა მედია შოკში ჩააგდო, რადგან კონორი კოსტნერის ძველი, აწ უკვე ყოფილი მეგობარი გახლავთ.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბაუმგარტნერი რჩეულზე დაქორწინდა კიდეც. გამოცემა People-ის ცნობით, ჯოშმა, კოსტნერის ექსს ხელი სანტა-ბარბარას რესტორანში ვახშმობისას სთხოვა. მოგვიანებით კრისტინა უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს.
შეგახსენებთ, კრისტინა და კევინი 2004 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.
„კევინ კოსტნერს მეუღლემ ძმაკაცთან უღალატა“ – კრისტინა ბაუმგარტნერი ჰავაიზე გამოიჭირეს
განქორწინების შემდეგ, უსაშველოდ დამშვენებული კევინ კოსტნერი კრემისფერ კოსტიუმში შეუდარებელია