LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყვარელი კერძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

54

რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი გასტრონომიული მისწრაფება აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ ირჩევენ კერძებს ზოდიაქოს ნიშნები და რით უნდა გავუმასპინძლდეთ თუ მათი მასპინძლობა გადავწყვიტეთ.

თხის რქა – თუ წვეულებაზე ფურშეტს აწყობთ და თხის რქას ეპატიჟებით, დარწმუნებული იყავით რომ მთელი საღამო მისი წუწუნის მოსმენა მოგიწევთ, რადგან მათ ტრადიციული, „ნორმალური“ კერძები მოსწონთ, კანაპე და „ერთ ლუკმად ქცეული“  საკვები კი – მათთვის საკვები არაა.

მერწყული –  ნაკლებად პრეტენზიული მერწყული საუკეთესო სტუმარია, რადგან მაშინაც მადლიერი დაგრჩებათ თუ ჩვეულებრივ პიცას შეუკვეთავთ და თავს არ შეიწუხებთ მრავალფეროვანი კერძების მზადებით.

თევზები – რა თქმა უნდა, თევზები უპირატესობას ზღვის პროდუქტს ანიჭებენ, ამიტომ მათი გამოკვება კრევეტებით და ლობსტერით მოგიწევთ. არ დაგავიწყდეთ არც შესაფერისი ღვინის მირთმევა.

ვერძი – გურმანი ვერძი სტუმრობამდე იწყებს ფიქრს რას გასინჯავს, ამიტომ მისი თეფშიც ყოველთვის სავსეა, თუმცა, სასმელი ნაკლებად აინტერესებს, ამიტომ ნურასდროს დააძალებთ ალკოჰოლურ კოქტეილებს.

კურო – ხორცისა და ბოსტნეულის მოყვარული კურო ჯერ კარგად უნდა გამოკვებეთ, მერე კი, თხოვეთ რაც გინდათ და დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებთ.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე კომუნიკაბელურ ტყუპებს გემრიელად მირთმევაზე მეტად „გემრიელად“ წაჭორავება იზიდავთ, ამიტომ სტუმრად მისულიც ნაკლებად კაპრიზულია, მთავარია მშიერი არ დარჩეს.

კირჩხიბი – ტკბილეულის მოყვარული კირჩხიბის გახარება თუ გსურთ აუცილებლად ახალი და ნაკლებად პოპულარული რეცეპტით მომზადებული გემრიელი ნამცხვარი შესთავაზეთ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები