LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს“

361
ნიკა გვარამია

ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს – ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისის გასასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

მისივე თქმით, ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია.

„ეს ხალხი უნდა დავამთავროთ. ყველა ის გზა უნდა გადავკეტოთ, რომელზეც ასეთი სენსიტიურები არიან. თვითონ ამტკიცებენ სად სტკივათ, სადაც სტკივათ ყველგან ჩვენ ვიქნებით და უფრო მეტად ვატკენთ.

ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც ამ რეჟიმს აცოცხლებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. როცა ეს ორი რამე ერთმანეთს უპირისპირდება, ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გვარამიამ.

თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, სავარაუდოდ, დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g