LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც მწვადი დავწვათ და არც ტყე: რუსეთში მწვადი იკრძალება

101

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში ჩემპიონატის მიმდინარეობისას მწვადის შეწვა აიკრძალება.

განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო ზომებიდან გამომდინარე, რომლებიც ტურნირთან დაკავშირებით მიიღეს, მასპინძელი ქალაქების ტერიტორიაზე კოცონების დანთება და ბალახის დაწვა აიკრძალება. აკრძალვა პიკნიკის დროს მაყალზე მწვადის შეწვაზეც ვრცელდება. ნაკვერჩხლის გამოყენებით კერძების მომზადება აიკრძალება როგორც ტყეებში, ასევე დასახლებულ პუნქტებში.

ბოლო პერიოდში გახშირებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ტყეებში სტუმრობის საერთოდ აკრძალვაც კი განიხილება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები