LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG-მ სამხრეთ კორეაში საკუთარი სარბოლო ტრეკი გახსნა

208

სამხრეთ კორეაში სარბოლო ავტოდრომი გაჩნდა, რომელსაც სახელი  Mercedes-AMG-ის პატივსაცემად დაერქვა. პირველები ტრეკზე სუპერქრები  Project One და GT გავიდნენ.

ავტოდრომი AMG Speedway სინამდვილეში ტრასა Everland Speedway-ია, რომელიც სეულთან ახლოს, 1995 წელს აშენდა. 2011 წელს ტრასის კონფიგურაცია შეიცვალა, ხოლო თავად ავტოდრომის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ტრეკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას გერმანულმა მწარმოებელმა მის მფლობელთან გასულ წელს მიაღწია.

ტრეკის სიგრძე 4,3 კილომეტრია, მოსახვევების რაოდენობა კი 17-ს შეადგენს. გახსნისთვის ტრასაზე AMG-ის ლოგოტიპებით ბანერები განთავსდა, ასევე განახლდა დასვენების ზონა. AMG Speedway-ს ბაზაზე იგეგმება მძღოლის ოსტატობის ასამაღლებელი სკოლის გახსნა.

AMG-სთვის სამხრეთ კორეის ბაზარი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. როგორც წინათ კომპანიაში განაცხადეს, საკუთარი ავტოდრომის ხარჯზე მარკის ლოიალურობას გაზრდის და კიდევ უფრო მოიმატებს გაყიდვები.

Mercedes-AMG-ის ბოლო ნამუშევარი არის ჰიპერქარი Project One. ის 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავის ბაზაზე 1000 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ხუთ ელექტროძრავს აერთიანებს. ასეთ ავტომობილს ელექტრო გაწევით 25 კილომეტრამდე შეუძლია გაიაროს და 200 კილომეტრ/საათი მხოლოდ 6 წამში განავითაროს. ჰიპერქარის ფასი 2,3 მილიონი ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები