ბუკა პეტრიაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ ბუკა სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა ხალხო! არ იდარდოთ! ვიბრძოლოთ მზია ამაღლობელისთვის, თემურ ქათამაძისთვის, ანდროსთვის, შოთიკოს კბილა ბიჭებისთვის, ოკმელასთვის, ყველა დაჭერილისთვის! ახლოსაც არ მივა ამათი ფარჩაკობა ჩვენ ბრძოლასთან! შოთიკო ყველგან ჩემთან/ჩვენთანაა!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
პოლიტიკოსი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.
პეტრიაშვილს 17 იანვარს, საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.