LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1027 ცხენის ძალიანი Jeep Grand Cherokee 100 კილომეტრამდე 2,7 წამში აჩქარდა

51

ტეხასურმა ატელიემ Hennessey Performance ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც 1027 ცხენის ძალის მქონე Jeep Grand Cherokee Trackhawk-ის გარბენია ასახული. ვიდეო YouTube-ზე ამერიკული ტიუნერის არხზე დევს.

როგორც რგოლიდან ირკვევა, ნულიდან 96 კმ/საათამდე „დამუხტული“ ყველგანმავალი 2,7 წამში აჩქარდა. ეს კი Hennessey-ის წინა ოფიციალურ მახასიათებლებთან შედარებით 0,1 წამით უფრო სწრაფია.

მილის მეოთხედი ავტომობილმა 10,7 წამში გაიარა, ამასთან დისტანციის ბოლოს ავტომობილის სიჩქარე 212,4 კმ/საათი იყო.

პროექტი Jeep Grand Cherokee Trackhawk ამერიკულმა ატელიემ გასული წლის შემოდგომაზე წარმოადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები