LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: „შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს“

730
დონალდ ტრამპი (1)

„შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

Fox News-თან ინტერვიუში შტატების პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მათ [რუსებმა და უკრაინელებმა] შეიძლება შეთანხმება დადონ:

„მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს…“ – დონალდ ტრამპი

როგორც მანვე აღნიშნა, აშშ-ის დახმარების უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურება სურს.

„მინდა ჩვენი თანხები დაცული იყოს. ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. მათ ვუთხარი, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები მინდა და ისინი ამის გაკეთებას დათანხმდნენ“. – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g