მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი-სიმღერა გამოვიდა.
უილ სმიტი, ნიკი ჯემი და ერა ისტრეფი – აი ამ ხალხმა ჩაწერა სამუნდიალო ტრეკი.
რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას ასრულებს მსახიობი და ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი უილ სმიტი, რომელსაც ეხმარებიან მომღერალი ნიკი ჯემი და ალბანელი ქალი ერა ისტრეფი. კომპოზიცია Live It Up-ის პროდიუსერობით დაკავდა ამერიკელი ტომას უესლი პენტცი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Diplo.
მოგეწონათ?