2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის, BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია. ყველაზე მეტი ჯილდო ედვარდ ბერგერის „კონკლავმა“ მიიღო. კინოსურათმა 4 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „საუკეთესო ფილმისა“ და „საუკეთესო ბრიტანული ფილმის“ კატეგორიებში.
„საუკეთესო რეჟისორისა“ და „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ ნომინაციებში ბრედი კორბეტმა და ედრიენ ბროუდიმ, ფილმისთვის „ბრუტალისტი“ გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ფილმში „კონკლავი“ ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე თამაშობს. კინოსურათი ასევე წარდგენილია „ოსკარის“ რვა ნომინაციაზე. მან უკვე მოიპოვა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო სცენარის კატეგორიაში.
BAFTA 2025-ის ნომინანტები ცნობილია
BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია
საუკეთესო ფილმი
კონკლავი
საუკეთესო ბრიტანული ფილმი
კონკლავი
საუკეთესო ბრიტანული დებიუტი
Kneecap
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ემილია პერესი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
SUPER/MAN: THE CHRISTOPHER REEVE STORY
საუკეთესო ანიმაცია
WALLACE & GROMIT
საუკეთესო რეჟისორი
ბრედი კორბეტი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
კონკლავი
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
ნამდვილი ტკივილი
საუკეთესო მსახიობი კაცი
ედრიენ ბროუდი, (ბრუტალისტი)
საუკეთესო მსახიობი ქალი
მაიკა მედისონი, (ანორა)
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი
კირან კალკინი, (ნამდვილი ტკივილი)
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი
ზოე სალდანა, (ემილია პერესი)
საუკეთესო მუსიკა
ბრუტალისტი
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი
მოჯადოებული
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
დიუნი: ნაწილი მეორე
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
სუბსტანცია
საუკეთესო მონტაჟი
კონკლავი
საუკეთესო კასტინგი
ანორა
საუკეთესო ხმა
დიუნი: მეორე ნაწილი
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
WANDER TO WONDER
საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
ROCK, PAPER, SCISSORS





