ივანიშვილის ბიზნესწრეებიდან მომივიდა გზავნილები, ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათო, – აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მოქმედებს.
„ჩემთან მოვიდა უკვე რამდენიმე გზავნილი ბიზნესწრეებიდან, რომლებსაც ვთვლით, რომ არიან პირველი ვთქვათ წრე, ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არ ვართ ის, რაც გგონიათ და ა.შ. ასე რომ, ჩემთან თუ მოვიდა, ეს არის იმისთვის, რომ იქ [პარტნიორებთან] იყოს ნათქვამი.
სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციები მუშაობს, თუნდაც როცა არ არის ჯერ დაწესებული სანქციები და ყველას ძალიან კარგად ესმის, და პირველ რიგში, ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული, თუ რამდენია დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ, ეს წნეხი მოქმედებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.