LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 911-ის მერვე თაობის დებიუტამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი

84

სპორტქარ Porsche 911-ის მერვე თაობის დებიუტამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. გერმანელმა ავტომშენებლებმა ყველაზე მოთხოვნადი სპორტული ავტომობილის პრეზენტაციის თარიღი დაასახელეს. სიახლეს ავტომოყვარულები ლოს-ანჯელესში, ნოემბრის ავტო-შოუზე იხილავენ. ბაზარზე კი ავტომობილი მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის გამოვა.

დასაწყისისთვის გერმანელები 911 Carrera-ს და 911 Carrera s-ს გაყიდიან. ხოლო, 2019 წლის განმავლობაში ბაზარზე 911-ის ხაზის სხვა მოდელებიც გამოჩნდებიან. როგორც ინსაიდერები ვარაუდობენ, სპორტქარი მინიმუმ 600 ძალის მქონე აგრეგატს მიიღებს. ამასთან, განახლებული ტრანსმისიისა და აეროდინამიკური ელემენტების ხარჯზე Porsche 911 Turbo S-ს პირველი 100 კმ-ს გასავლელად სულ რაღაც 2,9 წამი დასჭირდება.

საინტერესოა, რომ ოფიციალური მონაცემებით მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ იქნება. ერთ-ერთი ვერსიით კი, სპორტქარს 390 კმ/სთ-ზე მეტის განვითარება შეეძლება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები