LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდა მიმდინარეობს

111
შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეც ტექნიკა, ადამიანური რესურსი.

თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ.

იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g