LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 58 მილიარდ ლარს გადააჭარბა

109
დეპოზიტები

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების დეპოზიტების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ვადიანი დეპოზიტები 3.75%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.15%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა გასული თვის ბოლოსათვის 46.63% შეადგინა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7.14% იყო, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.81%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.78%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g