LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სასწავლო პროცესის აღდგენა ერთი დღით გადაიდო

116
Capture

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 26 თებერვალს არ განახლდება. ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g