LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების აღშფოთება, „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება – ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია“

124
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“

„ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება „გაყინა“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს იყო სპეკულაცია და ტყუილი“:

„ისეთი მოცემულობა იყო, წინადადება დაიწერა სპეციალურად ისე, რომ ვიღაცას ჰგონებოდა, თითქოს ეს ეხება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ესეც კი არ შეიძლება იყოს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა დააფინანსოს ასეთი შეწყვეტა თუ მოხდა, მაგრამ ასეთი არ მომხდარა. ვნახეთ, „ენეჯეოების“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან“,– აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, „სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკი (საქართველოში ევროკავშირის ელჩი) დღესაც იმყოფება და მოქმედებს იმ მიმართულებით, რასაც „დიფ სთეითის“ დავალებები ჰქვია.

„ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას“ – პაველ ჰერჩინსკი

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„სამწუხარო რეალობა ეს არის. პერსონალურად ნამდვილად არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ იქ მუშაობს და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელები ასეთ მითითებებს იძლევიან და ის კაციც ასრულებს ამ მითითებებს, ბუნებრივია“,– აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, „გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g