LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკი „ვივა მედიდან“ ციხეში დააბრუნეს

138
2025-02-27_22-37-26_909005

„ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. ადვოკატებიც მის მონახულებას დღეს, 27 თებერვალს, უკვე რუსთავის ქალთა კოლონიაში აპირებდნენ და ამ ვითარებაში გაირკვა, რომ პენიტენციურ სამსახურს ციხეში არ ჰყავადა გადაყვანილი. ის ციხეში დღეს საღამოს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. ის კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g