უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას უსურვებს „დიფსთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“.
„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
„ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფსთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო. გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ. მხილება გრძელდება… პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფსთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.