LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz 3 წლის განმავლობაში ათობით სიახლეს გამოუშვებს

111
Mercedes-Benz 3 წლის განმავლობაში ათობით სიახლეს გამოუშვებს

Mercedes-Benz-მა გადაწყვიტა V8 და V12 ძრავებზე უარი არ თქვას. ბრენდის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს გეგმაში ადგილი მათთვისაც გამოინახა, თუმცა ელექტრონული აგრეგატებიც მრავლად იქნება. უახლოესი სამი წლისთვის ათობით სიახლეა დაგეგმილი – ეს იქნება როგორც ახალი მოდელები, ასევე განახლებები.

დაანონსებული კამპანია Mercedes-ის ისტორიაში უდიდესია. 2027 წლისთვის ათობით სიახლეს წარადგენენ, მათ შორის შიდა წვის ძრავითაც. ზოგიერთ ბაზარზე 12 ლიტრიანი აგრეგატებიც დარჩება, ასე რომ ელექტროქარებსა და ჰიბრიდებზე 2 წლის შემდეგ გაყიდვების 30% თუ მოვა.

ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე გამოიყურება როგორც არა განახლებული სტრატეგია, არამედ პაუზის აღების მცდელობა. კონცერნი ყველაფერს ახალი CLA-ით დაიწყებს, რომლის დებიუტიც წელს, თანაც ორ ვერსიაში შედგება. შემდეგ ჩვენ გველოდება მოდერნიზებული S-Class და Mercedes-AMG-ის განახლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები