LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესა, ნათელია, რომ ეს განცხადება არის მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა, ასე ღიად ემუქრებიან საქართველოს“

132
გურამ მაჭარაშვილი

„ცოტა ხნის წინ, გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესა, ნათელია, რომ ეს განცხადება არის მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა, ასე ღიად ემუქრებიან საქართველოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ანალენა ბერბოკისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა.

„ფაქტი ერთია, „სულელის“ და „ტერორისტის“ დაძახების გამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესით მდევნელი მინისტრისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გერმანელი პოლიტიკოსებისგან შეჩვეული ვართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმითვე, ბერბოკი, როთი და მათი მოქმედი მთავრობა ემსახურებიან „დიფ სთეითს“ და ანგრევენ გერმანიას – საქართველოს კი ჰყავს ეროვნული ხელისუფლება.

„საქმე იმაშია, რომ ბერბოკის ეს ხელწერა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რამეთუ ბერბოკის მსგავსი აგენტები ჩვენთანაც მრავლად არიან. ასევე გასაკვირი აღარ არის, რომ არც ბერბოკს, არც როთს და არც ეკონომიკის მინისტრს გერმანია არ ანაღვლებს. ისევე როგორც საქართველო არ ადარდებს აქაურ მათ წარმომადგენლებს.

ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ასეთი ბერბოკებისგან და როთებისგან დავიცავით ჩვენი ქვეყანა, როდესაც გამოვედით ჩვენ, „ხალხის ძალა“, უმრავლესობის რიგებიდან და ხალხს სიმართლე ვუთხარით. რითაც მივეცით საშუალება, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება დარჩენილიყო და ეროვნულ ხელისუფლებას მივეცით ჩვენი პოლიტიკით იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიეყვანა და აეცილებინა თავიდან ის უბედურებები, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება და ის უსამართლობები, რომელიც ხდება ევროპაში. ამიტომ ჰყავს დღეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ გაამყაროს სუვერენიტეტი და არავის მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეურაცხმყოფელი შეტევა დაუშვას“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g