საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს 360°-ის ფარგლებში, ბიზნეს შეხვედრა ამჯერად ქუთაისში, 5 მარტს, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით ჩატარდება.
შეხვედრა 14 საათზე „ქუთაისი ინნ“-ში გაიმართება.
შეხვედრაზე „ესერთი კონტენტ სტუდიოს“ დამფუძნებლები ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი მეწარმე ქალებს გაუზიარებენ ცოდნას, თუ როგორ შექმნან კონტენტი ბიზნესისთვის. ასევე ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია, მისი დაგეგმვა, სხვადასხვა თანამედროვე კრეატიულ მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები. გარდა ამისა, ვორქშოპის მიმდინარეობისას მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე შეასრულონ დავალება, შექმნან კონტენტი მოცემული ვიზუალური დავალების და რეკვიზიტების მიხედვით.
ვორქშოპზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, 4 მარტის ჩათვლით.
„საქართველოს ბანკისთვის ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ამიტომაც აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ საუკეთესო შეთავაზებები მივაწოდოთ. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, შეხვედრების სერიებს ვაგრძელებთ, ამჯერად ქუთაისში. შეხვედრაზე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღონ, რაც სამომავლოდ მათ დაეხმარებათ საკუთარი სოციალური გვერდების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის, იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
(R)