თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს, რომელშიც ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ვიდეო: მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში გადავარდა
ცნობისათვის, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში დღეს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში შემთხვევის დროს.