LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა ვერსია: მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი მბაპეა

69

ბრიტანულმა გამოცემა Sky Sports-მა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია წარადგინა. ფეხბურთელები 32 სხვადასხვა მაჩვენებლით დაგროვილი ქულების მიხედვით განაწილდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე. მეორე და მესამე ადგილებზე მოხვდნენ ბელგიელი ედენ აზარი და ბრაზილიელი ნეიმარი. აღსანიშნავია, რომ TOP3-ში არ არის ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი.
რეიტინგში კრიშტიანო რონალდო მე-15, ხოლო ლიონელ მესი – 34-ე ადგილზე გავიდა.

Sky Sports-ის ვერსიით 10 საუკეთესო მოთამაშის სია ასე გამოიყურება:

1. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
2. ედენ აზარი (ბელგია)
3. ნეიმარი (ბრაზილია)
4. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
5. კირან ტრიპიერი (ინგლისი)
6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
7. ტიბო კურტუა (ბელგია)
8. პოლ პოგბა (საფრანგეთი)
9. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
10. ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები