LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დემოკრატიის ზაფხული აღვნიშნოთ“ – ნილ იანგი უკრაინაში უფასო კონცერტს გამართავს

109
page

ლეგენდარული არტისტი, ნილ იანგი უკრაინაში უფასო კონცერტს გამართავს. მუსიკოსმა სიახლე თავად გააჟღერა. ის და მისი ჯგუფი, Chrome Hearts, ევრო-ტურს, Love Earth სწორედ უკრაინიდან გახსნის.

„შემოგვიერთდით! დემოკრატიის ზაფხული აღვნიშნოთ. ძველი და ახალი სიმღერები. ძველი და ახალი სიტყვები. გართობა!“, – წერს იანგი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში კონცერტის ჩანიშვნა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრას მოჰყვა.

ცნობისთვის, ტურნე ზაფხულში დაიწყება და 15 სექტემბერს ლოს-ანჯელესში დასრულდება.

ლეგენდარული ნილ იანგი ახალი ალბომით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები