თბილისში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა – ინფორმაციას და ფოტოს „ფეისბუკის“ გვერდი – „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბეჟან კალანდაძის ქუჩის ასახვევში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ფოტო სლაიდზე „ფეისბუკის“ გვერდი – „ჩემი ქალაქი მკლავს“