უკრაინის ქალაქ დობროპილიეზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 47-მდე გაიზარდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ“.
„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.