თუ დააკვირდებით ქუჩაში მიმდინარე პროცესებს, ხალხის რაოდენობა დღითიდღე იკლებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მე მინდა გაგახსენოთ, რომ მედია სივრცეში ის რადიკალური ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც ერთ-ერთ განსაკუთრებულ აგრესიულ ძალას წარმოადგენენ, ჯერ კიდევ ფინანსდებიან ქართული ჯარის ქურდისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც ეს სახელმწიფო დიდი ხანი ძარცვეს. არის შემორჩენილი კონკრეტული დაფინანსებები, თუმცა ალბათ მომენტალურად ვნახავდით ეფექტს. როდესაც პარტიებიდან პოლიციამ და სამართალდამცავებმა ამოიღეს სპეციალური საშუალებები, რომლითაც ისინი რევოლუციას აწყობდნენ, ცეცხლოვანი რევოლუციური სცენარის მუხტი დაეცა და როგორც კი NGO-ებთან დაკავშირებული დაფინანსებები შეწყდა და USAID-ი სრულად გაიშიფრა, თურმე რა პროცესებს უჭერდა მხარს და აფინანსებდა, პარალელურ რეჟიმში წავიდა ხალხის ტალღის შემცირება ამ აქციებზე.
მინდა გაგახსენოთ, USAID-მა 41 მილიონამდე დააფინანსა ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები და ISFED-ი, რომელმაც ქართველი ხალხი და საზოგადოება ორჯერ მოგვატყუა 2020-ის გაყალბებული პივიტით და ახლა, როდესაც ISFED-ი მალავს 2024 წლის არჩევნების შედეგებს – იმისთვის, რომ არ დაადასტუროს, რომ არჩევნებმა სწორად და კარგად ჩაიარა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.