LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება, ჩემი ავადმყოფობის გამო გადაიტანონ“

163
2025-03-07_15-14-47_283774

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი ავადმყოფობის გამო, მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს განაჩენი გადაიტანონ.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g