„მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის, არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.
ბოკუჩავამ აღნიშნულს ცილისწამებას უწოდა და თქვა, რომ შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს.
მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს.
მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია.
ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პროკურატურა: „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“
უწყება დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, აღნიშნულზე ბოკუჩავამ თქვა, რომ „ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ“.
„11 წლის მანძილზე საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას ეძებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ მათ ამის ვერცერთი მტკიცებულება ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა.
რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯებიო, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის.
სამაგიეროდ, მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავრილოვის მასპინძლობისთვის დაიხარჯა. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც გავრილოვის სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას აპროტესტებდნენ“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.