LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად, ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს

479
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წელსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.

13, 20 და 27 მარტს, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ინტერაქციული ვორქშოპები ჩატარდება.

13 მარტს, ტერმინალში, Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი ისაუბრებს ქართული სტარტაპის Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე  და ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებებსა თუ მთავარ გამოწვევებზე. იგი ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის, როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს, როდის ღირს ბრძოლის გაგრძელება და როდის – კურსის შეცვლა.

20 მარტს პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი ნატო ჩაკვეტაძე ილიას უნივერსიტეტში ჩაატარებს ვორქშოპს.

27 მარტს Helio AI-ის დამფუძნებელი იაკო ჯიქია ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტზე, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად. ასევე, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუდიტორიას გაუზიარებს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მართონ სირთულეები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

Startup Grind-ის ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g