პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უესტმინსტერის სააბატოში ტრადიციულ წირვას დაესწრნენ. გაზაფხულის პირველ დღეებში უელსის პრინცესამ ნამდვილი მოდის დღესასწაული მოაწყო. მიდლტონი, რომელმაც სიმსივნე ცოტა ხნის წინ დაასრულა, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „კერტრინ უოლკერის“ ულამაზეს წითელ პალტოში, რომელიც ულამაზესი ბაფთით და ღილებით იყო გაფორმებული. ეს პალტო ქეითს 2022 და 2023 წლებშიც ეცვა. ანსამბლს ქეითმა წითელი კაბა, ჯინა ფოსტერის 450 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ქუდი და მარგალიტის მძივი შეუხამა.
ქეითს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ყვავილებით დახვდნენ. უკვე წირვაზე კი მათ მეფე კარლი, კამილა პარკელ-ბოულზი და სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
ქეით მიდლტონი, რომელიც შინდისფერ კუბოკრულ პალტოში ბრწყინავდა, ქალთა კოლონიას ესტუმრა
ყავისფერ პიჯაკსა და შავ შარვალში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ნაციონალურ გალერეას ესტუმრა
ქეით მიდლტონი ბავშვთა ჰოსპისში „ზარას“ 110 დოლარიანი კაბით გამოჩნდა






