LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ მინდა ჰარი სტაილზს მადარებდნენ” – ბენსონ ბუნი ,,როლინგ სტოუნის” ფურცლებზე

115
photo-collage.png (14)

ბენსონ ბუნი ,,როლინგ სტოუნის” აპრილის სპეციალური ნომრების სერიის – ,,მუსიკის მომავალი” სახეა. გამოცემის ახალი ნომრების სერია სულ ოთხ არტისტს გააერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთი, სწორედ ბუნია.

ჟურნალი შემსრულებელს ,,პოპ ფენომენს” უწოდებს და მკითხველს მისი უახლესი ფოტოსესიის გარდა, მასთან ინტერვიუსაც სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ გამოცემასთან ინტერვიუში, ბუნმა არაერთ მნიშვნელოვან თემასა და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა.

,,არ მინდა ჰარი სტაილზს მადარებდნენ. ასევე არ მინდა მამსგავსებდნენ ფრედი მერკურს, ჯასტინ ბიბერს, One Dorection-ს. მე ბენსონ ბუნი ვარ და ეს სრულიად განსხვავებულია…” – აღნიშნა მან შეკითხვის პასუხად, რომლის თანახმად საყოველთაოდ აღიარებულ კოლეგებს ადარებენ.

ბუნმა ასევე მომავალ მუსიკალურ პროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ მეორე სტუდიურ ალბომს, ზაფხულის ბოლომდე გამოუშვებს. მისივე თქმით, დისკის სავარაუდო სახელწოდებაა – American Heart.

ბენსონ ბუნმა მსმენელის ყურადღება 2021 წლის დასაწყისში, პროექტ – American Idol-ის შესარჩევ ტურში გამოჩენის შემდეგ მიიპყრო, რომელშიც პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სადებიუტო სინგლი – Ghost Town ბუნმა ამავე წელს გამოუშვა, თუმცა მას მნიშვნელოვანი აღიარება სიმღერამ – Beautiful Things მოუტანა, რომელიც გასული წლის ერთ-ერთ გლობალურ ჰიტად იქცა. ტრეკი მისი სადებიუტო სტუდიური ალბომის – Fireworks & Rollerblades მთავარი ჩანაწერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები