წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია.
მადლობა სახანძრო სამსახურს და ყველას ვინც ამ დრომდე, ჩართული იყო ცეცხლის ჩაქრობაში.
მოსახლეობას კი კვლავ მივმართავთ: ნუ დატოვებთ უკონტროლოდ ცეცხლს, ის იწვევს ხანძარს!“, – წერს ბელქანია.